არაეთიკური განცხადება - ენმ გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს
ახალი დაპირისპირება ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერს ნიკა მელიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციურ პარტიაში თვლიან, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას უწყობს ხელს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჯერ კიდევ საპყრობილეშია, მსგავის შინაარსის განაცხადებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხრიდან არასწორია.
მიმაჩნია, ნამდვილად არა სწორად, მე მესმის პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი წინადადებებით და მათ შორის, ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის საპყრობილეში და რომელიც არის უდავოდ არა მხოლოდ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკაზე მაქვს საუბარი, არამედ, გამორჩეული ლიდერი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ეს განცხადება ახლა არის მხოლოდ განცხადება განცხადებისთვის, რომელიც ხელს უწყობს კიდევ უფრო დაპირისპირებას ოპოზიციაში, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა. რაც შეეხება მესამე ძალას, არავის არ დაუშლია არავისთვის შესაბამისი ხმები მოეპოვებინა საპარლამენტო არჩევნებში, - აცხადებს დეკანოიძე.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის განცხადების შეფასებისგან თვა სიკავებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების შერჩევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია.
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია და შესაბამსიად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, ამ თემაზე ჩვენ პარტიაში ჯერ მსჯელობა არ გვქონია. ახლა მთავარა ნიკა გამოვიდეს გარეთ. ნიკა სხვა პარტიას წარმოადგენს, მაგრამ ამ პროტესტში ჩვენ ვართ გაერთიანებულები, მერე როგორ იქნება, „ლელო“ დამოუკიდებლად წარმოადგენს კანდიდატს, თუ ვინმესთან ერთად, ამას ცალკე მოგახსენებთ, - განაცხადა ხაზარაძემ.
გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერობის კანდიდატად წარდგება, "სტრატეგია აღმაშენებელი" მას მხარს არ დაუჭერს.