თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ძალიან მძიმე იქნება მისი კარიერისთვის - კალაძე
თუ სალომე ზურაბიშვილის მიხეილ საკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება პირადად მისთვის და მისი კარიერისთვის - ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეტა.
კალაძეს მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული მდგომარეობის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე "
"მიზანმიმართულ, დადგმულ სპექტაკლებთან" გვაქვს.
კალაძის თქმითვე, ამ ყველაფრის "მთავარი შემოქმედი და მონაწილე მიხეილ სააკაშვილია".
საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია.
თუ პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ ეს იქნება ძალიან მძიმე პირადად მისთვის და ძალიან მძიმე ზოგადად მისი კარიერისთვის, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება", - თქვა კალაძემ.