სააკაშვილის მოწამვლის საქმე - მესამე პრეზიდენტი საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს
გამოძიებს თუ არა ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიურო საქართვლოს პრეზიდენტის მოწამვლის საქმეს. "ეფ ბი აის" გამომძილებლების ჩართვას საქმეში მიხეილ სააკშვილი ითხოვს.
ეს პრაქტიკა საქართველოს უკვე აქვს, როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვლების საქმეში "ეფ ბი აის" გამომძიებლები მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩართო.
ჩაერთოს "ეფ ბი აი" ამ საქმეში, ამის პრაქტიკა საქართველოში ორ საქმეზე იყო. ჩამოვიდნენ და გამოძიონ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით და ჩაატარონ ექსპერტიზა. მოწამვლასთან დაკავშირებით ჩაატრებულია ექსპერტიზა და ყველაფერი გამოკვლეულია, მაგრამ , რადგან უნდათ გადაამოწმონ, კი ბატონო. ამიტომ დღეს ვაყენებთ მოთხოვნას, ჩამოიყვანონ ამერიკის ფედერალური ბიუროს საგამოძებო სამსახურის საექსპერტო დაწესებულება. ამის გამოცდილება არსებობს. "ეფ ბი აი" -ს ჩამოყვანას, რა თქმა უნდა, არ დათანხმდებიან" - თქვა ხაჭაპურიძემ.