სააკაშვილის შეწყალება მოსკოვის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თქმით, სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არა თუ ზურაბიშვილი, არამედ მოსკოვთან თანხმობის გარეშე ივანიშვლიც კი ვერ მიიღებს.
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალების და განკარგულების გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერცერთ სფეროში ვერ მიიღებს. ეს დაადასტურა განვლილმა წლებმა. ხოლო სააკაშვილის გათავისუფლება-შეწყალებზე, ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას თუ არ იქნა პატრუშევის და პუტინის თანხმობა მოსკოვიდან, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.