"ჩვენი შვლები ხელისუფლებას სჭირდება ყმებად, ხოლო საკუთარ შვილებს გვიზრდიან ბატონებად" - შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი ჯარში სავალდებულო გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას საგანგებო განცხადებით ეხმიანება.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თქმით, სავალდებულო გაწვევის გადავადებისთვის 10 000 ლარის გადახდაა აუცილებელი, რასაც მოქალაქეები ვერ შეძლებენ.
ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლისთანავე კანონს მიიღებენ და ჯარში სამსახური გახდება საკონტრაქტო ნებაყოფლობით.
"ლეობორისტული პარტიის" თავმჯდომარე ამბობს, რომ სამხედრო იერარქიაში წავა ის, ვისაც სურს თავისი ცხოვრება მიუძღვნას ამ პროფესიას და სფეროს
"წლის ბოლოს ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაგვახარა ახალი გადაწყვეტილებით, კერძოდ, ჯარში იმსახურებს ყველა, გარდა მათ, ვინც გადაიხდის 10 000 ლარს, თქვენ ალბათ კარგად წარმოგიდგენიათ 10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, რომ ერთი ვახშამი გააკეთოს. ამდენად, ჩვენი შვლები მათ კვლავ სჭირდებათ ყმებად, ხოლო საკუთარ შვილებს გვიზრდიან ბატონებად. შესაბამისად, ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.