ქეიფი და საახალწლო ბაზრობა პრეზიდენტის სასახლესთან - ზურაბიშვილს ხელისუფლება გადაადგილებასაც უზღუდავს?!

27.12.22 13:27
ქეიფი და საახალწლო ბაზრობა პრეზიდენტის სასახლესთან -  ზურაბიშვილს ხელისუფლება გადაადგილებასაც უზღუდავს?!

ქეიფი პრეზინტის სასახლესთან, საახლწლო ბაზრობა და პარალიზებული ორბელიანის სასახლე  - ორბელიანის სასახლესთან გაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ქალაქის მერიამ შარშანდელისგან განსხვავებით იქ სახალწლო  ბაზრობა ისე მოაწყო, რომ  ალკოჰოლური სასმელის დახლები პირდაპირ სასახლის შესასვლელში დგას, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა,  ყველა ოფიციალური ღონისძიება გაეუქმებინა.

დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ არაფერი შეცვლილა, რომ პრეზიდენტს დისკომფორეტი არ შეექმნება.

არაფერი შეცვლილა. როგორც გასულ წელს იყო ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე საშობაო სოფელი მოწყობილი, ასევეა გაკეთებული. რადგან დედაენის ბაღში მომუშავე ადამიანებმა სიცივის გამო გვთხოვეს, რომ ეს ყველაფერი გადმოგვეტანა ორბელიანის მოედანზე, ამ სივრცეების დამატება მოხდა, მეტი არაფერი.

არანაირი დისკომფორტი არ იქმნება. პროტოკოლით როგორცაა გათვალისწინებული - უსაფრთხოება, შესაბამისი სამსახურის ჩართულობა, აბსოლუტურად ყველაფერი ისეა - აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები