ერთკაციანი არჩევნები დასრულებულია - თსუ-ს რექტორი "ოცნების" ყოფილი წევრი, ჯაბა სამუშია გახდა
ერთკაციანი არჩევნები დასრულებულია -თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტი "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ჯაბა სამუშიამ დაიკავა.
ჯაბა სამუშოას კონკურენტი არ ჰყავდა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან, არჩევნებზე 32 გამოცხადდა, აქედან 2 ბიულეტენი იყო ბათილი, 30-მა ხმა ჯაბა სამუშიას მისცა.
არჩვნებს თსუ-ში პროტეტსი მოჰყვა - სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების მეგობარი სამუშია უნივერსიტეტში "ოცნების" ინტერესების გამტარებელი იქნება.
,,რაც შეეხება დღევანდელ პროცესებს და ჯაბა სამუშიას არჩევის წესს, ეს გვაგონებს საბჭოთა კავშირში რაიკომის მიდვნის არჩევის პროცესებს, როდესაც ერთი კანდიდატურა იყო და ალბათ ვბრუნდებით საბჭოთა კავშირში. მთავრობასაც აწყობს ეს ყველაფერი, რადგან მათ უნდათ, რომ არ ქონდეთ სტუდენტებს ღირსეული განათლება, მათ ქონდეთ ნაკლები შესაძლებლობები, რომ გამოხატონ თავიანთიი პროტესტი“ - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი.
პროტესტის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ თსუ-ს არჩევნების შედეგი გარედან გადაწყდა:
მე პირადად არ მჯერა, რომ საქართველოში ყველაზე დიდ უნივერსიტეტში, ერთ კანდიდატზე მეტი არ არსებობდეს ვისაც ექნება რექტორობის სურვილი. პლიუს ამას, თუ გავითვალისწინებთ ჯაბა სამუშიას, როგორც პერსონას, როგორც ქართულ ოცნებასთან დაახლოებულს, ჩნდება სავსებით ლეგიტიმური ეჭვი იმისა, რომ ეს ადამიანი არის გარედან დასმული და რეალურად არჩევენბი გადაწყდა იქამდე ვიდრე ჩატარებოდა ის“ - აღნიშნავს სტუდენტი.
თსუ-ს სტუდენტები რექტორის არჩევნების წესს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ ერთკანდიდატიანი არჩევნები სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ვერ იქნება.
მე ვისურვებდი რომ ჯაბა სამუშია იყოს სტუდნეტების მიერ არჩეული და ლეგიტიმაციის მქონე რექტორი, რომელიც მოაგვარებს იმ პრობელმებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობში დგაროვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავდება კრიზისი და ერთ კანდიდატიანი არჩვენები მოიტანს იმ სამწუხარო რეალობას, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ დღეს“ - განმარტავს კიდევ ერთი სტუდენტი.