პრეზიდენტი პრემიერის ანგარიშის წარდგენას არ ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშს არ ესწრება. უცნობია, მიიწვიეს თუ არა სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო "რედისონში", სადაც ღონისძიება მიმდინარეობს.
პრემიერს მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს პრეზიდენტი საერთოდ არ უხსენებია.
ადგილზე მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის ლიდერები არიან შეკრებილები. კადრებში ჩანს, პრეზინტის ადმინიტრაციის ხელმძრვანელი, ნათია სულავა.
გუშინ, ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს სკამი ააცალეს. პრეზიდენტმა დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევის გამო, ღონისძიებაზე დასწრება არ ისურვა.