პრემიერის ყოველწლიური მოხსენება - ღარიბაშვილი ისევ ,,მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე" საუბრობს

27.12.22 14:25
პრემიერის ყოველწლიური მოხსენება - ღარიბაშვილი ისევ ,,მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე" საუბრობს

გვიხარია ის ფაქტი, რომ წელსაც გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა - ამის შესახებ პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში გაიზარდა და მთავრობის პროგნოზებით 2023 წელს ის 8 ათას დოლარს გადააჭარბებს.

პრემიერ მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეძლო საგარეო ვალის შემცირებაც.

გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10% -იანი ეკონომიკური ზრდა. შარშან გვქონდა 10,5%  - იანი ზრდა. შედარებისთვის, 20202 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 4200 დოლარს. 2021 წელს ის გაიზარდა და წელს მოსალოდნელია, ის იყოს 6700 დოლარი იქნება. ჩვენი პროგნოზებით მთლიანი სიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8 ათას დოლარს მიუახლოვდება.

2020 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო, 2023 წელს კი 80 მილიარდი იქნება. ანუ 3 წელიწადში 30 მილიარდიანი ზრდა გვაქვს. ეს სერიოზული პროგრესია.

ჩვენ გვესმის, ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს. 

საგარეო ვალი 2020 წელს გაიზარდა 60%-მდე. წელს შევძელით ვალის 39%-მდე ჩამოწევა შევძელით. მომავალ წელს კი იქნება 38%.- თქვა ღარიბაშვილმა. 

პრემიერის ყოველწლიურ ანგარიშის მოსმენას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები