გახარია საზოგადოების წინაშე გამოჩნდა - გადამდგარი პრემიერი კახი კავსაძის პანაშვიდზე მივიდა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის თეატრში, ლეგენდარული მსახიობის კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
ექსპრემიერმა მედიის კითხვებს არ უპასუხა. "პირველების" ინფორმაციით, გიორგი გახარია ახალი პარტიის პრეზენტაციისთვის ემზადება.
"ტვ პირველი" დაინტერესდა, იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი, თუმცა გიორგი გახარიამ რუსთაველის თეატრი უკომენტაროდ დატოვა.