ვმუშაობთ პილიგრიმების ბილიკის პროექტზე, წმინდა ნინოს გზის კონცეფციაზე - ღარიბაშვილი
პრემიერი პილიგრიმების ბილიკის განვითარების პროექტის განხორციელებას აანონსებს. ამის შესახებ მან წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, წმინდა ნინოს გზის სიგრძე 540 კილომეტრი იქნება.
ერთ-ერთი უნიკალური პროექტის კონცეფციას ვამუშავებთ, რომელიც გულისხმობს პილიგრიმების ბილიკის განვითარებას, წმინდა ნინოს გზა, რომლის სიგრძე 540 კილომეტრს შეადგენს და მოიცავს ფოკა-ბოდბის მარშრუტს. მსგავსი ქრისტიანული პილიგრიმების მარშრუტები მსოფლიოში არის ცნობილი, დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვინდა, რომ აღნიშნული პროექტი განვახორციელოთ, - თქვა პრემიერმა.