"უკრაინას ომის სწრაფად დასრულებას ვუსურვებ" - პრემიერმა ომში მყოფ ქვეყანას გამარჯვება არ უსურვა
ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშის წარდგენის დროს უკრაინის საკითხსაც შეეხო. პრემიერმა ომში მყოფ ქვეყანას მშვიდობა და ომის სწრაფად დასრულება უსურვა, თუმცა დაავიწყდა, გამარჯვება ესურვებინა.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდე ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.