დაუჭერს თუ არა მხარს საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას - "ოცნების" მორიგი ტესტი
"ქართული ოცნების" მორიგი ტესტი - დაუჭერს თუ არა მხარს საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას? მოთხოვნით წევრ ქვეყნებს უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მიმართა.
ომში მყოფი ქვეყნა აცხადებს, რომ ოკუპანტი გაეროს წესდებას უხეშად არღვევს და მისი ყოფნა გაერთიანებაში არალეგიტიმურია.
მმართველი გუნდის ლიდერი, მიხეილ სარჯველაძე, მიიჩნევს, რომ საკითხი მრავაწახნაგოვანია და მხარდაჭერის შესახებ ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.
ეს არის მრავაწლახნაგიანი საკითხი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ემოციურ დონეზე რაღაც გადაწყვეტილებას თხოულობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით იქნება პოზიცია, რომელიც გამოიკვეთება, მათ შორის, იგივე კონსულტაციებს თუ წამოიწყებენ ამაზე, დისკუსია თუ იქნება, დისკუსიის წარმართის შემთხვევაში, საქართველოს ექნება პოზიცია. წინასწარ ასეთი პოზიცია არ ფიქსირდება, - თქვა სარჯველაძემ.
სხვგვარად ფიქრობს ოპოზიცა. "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართელოს ხელიფლებამ უკრაინის ინიციატივას მხარი ცალსახად უნდა დაუჭიროს.
ჩემი აზრით, საქართველოს პოზიცია ცალსახად უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში, უკრაინის ინიციატივას მხარდაჭერა და არა მხოლოდ მხარდაჭერა, აქტიური ლობირება უკრაინასთან ერთად ამ გადაწყვეტილების, იმიტომ, რომ რეალურად ყველას გვესმის, რომ აი, იმ ვითარებაში, რომელიც დღეს არის, რუსეთს არ ეკუთვნის ეს ადგილი. ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს რუსეთთან მიმართებაში და შესაბამისად, დროა, რომ ადექვატურო გამოხმაურება გაუწიოს საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, - თქვა სამადაშვილმა.