მე პროტოკოლი არ ვარ - კობახიძე არ ამბობს, იყო თუ არა პრეზიდენტი პრემიერის ღონისძიებაზე მიწვეული
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ არ იცის, იყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშის წარდგენის ღონისძიებაზე.
"მე არ ვარ პროტოკოლი" - თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე მომხდარ ინცინდენტს, კობახიძემ პროტოკოლებს საქმეში გარკვევა ურჩია.
"უნდათ, ჩვენი გუნდი პრეზიდენტთან კინკლაობაში ჩართონ, რაც არ მოხდება"- თქვა "ოცნების" თავმჯდომარემ.