არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, ესაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი - კობახიძე

27.12.22 15:56
არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, ესაა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზანი - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ "უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსეი არესტოვიჩის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა".

ყველამ იცის, რა უნდა მაგალითად არესტოვიჩს? - არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ერთადერთი მიზანი ამ კამპანიის უკან არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვისმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებებს.

ერთადერთი მიზანი იმის უკან, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი... ჰგონიათ, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები