ალბათ, მძიმე მეტალებს ეძებდნენ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი ჩხრეკაზე
ჩხრეკა მიხეილ სააკაშვილის პალატაში - გიული ალასანიას თქმით, შესაძლოა გამომძიებლები მესამე პრეზიდენტის პალატაში მძიმე მეტალებს ეძებდნენ.
ამის შესახებ სააკაშვილის დედამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ალბათ მძიმე მეტალებს ეძებდნენ, ჩემს შვილს არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მიშას მდგომარეობას, გამოიყურება ცუდად, მისი ჯანმრთელობის შესაბამისად. გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს", - ამბობს გიული ალასანია.
"ვივა-მედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა - ამოღებულია, ნივთები, რომლებიც პენიტენციურმა დალუქა.
განცხადება ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.