#სიცოცხლემიშას - სალომე ზურაბიშვილის სახლთან აქცია დაანონსდა

27.12.22 17:00
#სიცოცხლემიშას -  სალომე ზურაბიშვილის სახლთან აქცია დაანონსდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი მუმლაძე სალომე ზურაბიშვილის სახლთან შეკრებას აანონსებს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, აქციის მიზანი პრეზიდენტისთვის დისკომფორტის შექმნაა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მუშაობა შეწყვიტა გუშინ!
ამიტომ დღეს, 21 საათზე, პირდაპირ შევიკრიბებით სალომე ზურაბიშვილის სახლთან!
ამ პროტესტის მიზანი პირადი დისკომფორტის შექმნაა ზურაბიშვილის თვის!
შედეგები ისაა, რომ მის სახლს მინიმუმ 30-ჯერ მეტი პოლიციელი იცავს ვიდრე აქამდე!
სახლიდან გამოსვლას კი სჭირდება ჩვეულებრივ სპეცოპერაცია!
მივაკითხავთ ყველას, მიშას არ მოვაკვლევინებთ!
შევხვდებით 21 საათზე, ზურაბიშვილის სახლთან!
#სიცოცხლემიშას
#თავისუფლებამიშას" -წერს მუმლაძე.

მსგავსი სიახლეები