საქართველოში პუტინის ოფიციალური წარმომადგენელი ჩამოდის - რას წერენ რუსულ ტელეგრამ არხებზე
საქართველოში ერთდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, სერგეი კირიენკო გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Генерал СВР კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეგრამ არხი წერს, რომ კირიენკოს ჩამოსვლა სავარაუდოდ, რუსეთ საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის დაწესების პერსპექტივას შეეხება.
ძვირფასო ტელეგრამ არხის სტუმრებო და ხელმომწერებო! საინტერესო და სენსაციური ინფორმაცია- რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, აპირებს, ამ დღეებში საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ეწვიოს.
კირიენკოს ერთდღიანი ვიზიტის დეტალები ამ დრომდე მკაცრადაა გასაიდუმლოებული. პრეზიდენტ პუტინის პირადი წარმომადგენელი აპირებს, შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას.
მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაწესების საკითხს შეეხება. - აღნიშნულია ტელეგრამ არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას, რომ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას აპირებს.