პირველი წელი სინოდის სხდომის გარეშე - რატომ არ შეიკრიბნენ მაღალი იერარქები?!

27.12.22 17:45
პირველი წელი სინოდის სხდომის გარეშე -  რატომ არ შეიკრიბნენ მაღალი იერარქები?!

პირველი წელი სინოდის სხდომის გარეშე - 2022 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდი არც ერთხელ არ შეკრებილა - ბოლო სხდომა კი ერთი წლის წინ, თებერვალში, ჩატარდა.

რატომ არ იკრიბებიან  მღვდელმთავრები -  განმარტებას არ აკეთებს საპატრიარქო.  კითხვაზე პასუხი არ აქვს არც საპატრიარქოს საზოგადობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელსაც.

ანდრია ჯაღამაიძე ამბობს, რომ სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პატრიარქი იღებს.

პატრიარქი თვითონ წყვეტს-ხოლმე ამ საკითხებს, სხვას ვერაფერს გეტყვით. როცა გადაწყდება სინოდის კრების ჩატარება, მე შემიძლია, ამის შესახებ მოგახსენოთ. 

ვერ გეუბნებით, რატომ არ ჩატარდა წელს წმინდა სინოდის კრება. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს პატრიარქის ავადმყოფობას, შეიძლება, არის სხვა გარემოებები. 

სინოდის სხდომის შესახებ ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთოთ განცხადება, როცა ამას პატრიარქი გადაწყვეტს. - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

მსგავსი სიახლეები