სააკაშვილის მოწამვლა არის "ფეიკი" - კობახიძე

27.12.22 17:20
სააკაშვილის მოწამვლა არის "ფეიკი" - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლული არ ყოფილა და მთელი ეს დაკსვნა უბრალოდ დიდი "ფეიკი" იყო.

"ოცნების" თავმჯდომარეს ასევე კითხვა დაუსვეს "ეფ ბი აის" ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომლის გამოძებაშ ჩართვა მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა. 

კობახიძე ამბობს, რომ მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა მისი პრეროგატივა არ არის. 

არიან შესაბამისი უწყებები, რომლებიც იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებეებს, ვინ უნდა იყოს ჩართული ზოგადად იმ პროცესებში, რომელიც უკავშირდება გარკვეული პატიმრის საქმეს და ა.შ. ჩემი პრეროგიტავა არ არის ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. რაც შეეხება მოწამვლას, იმავე დასკვნით, რასაც ეფუძნებოდა ვითომ ეს მოწამვლა,  დადასტურდა, რომ ეს არის ფეიკი“, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები