პრემიერმა კიდევ ერთხელ მოჭრა თავი საქართველოს - პაატა მანჯგალაძე

27.12.22 17:31
პრემიერმა კიდევ ერთხელ მოჭრა თავი საქართველოს - პაატა მანჯგალაძე

პრემიერი ალეტერნატიულ რეალობასა და სხვა საქართველოში  ცხოვრობს  - ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიშს ოპოზიცია.

"ქართული ოცნების"  ოპონენტები ამბობენ, რომ ღარიბაშვილმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთა, დაადასტურა,  რომ ის არა დასავლეთის, არამედ რუსეთის მოკავშირეა.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პაატა მანჯგალაძის, შეფასებით, პრემიერმა თავისი ყოველწლიური გამოსვლით თავი მოჭრა საქართველოს. 

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოჭრა თავი საქართველოს. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი პრემიერ-მინისტრია. 

მას არ შეუძლია, თამამად თქვას, რომ გამარჯვებას უსურვებს თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას. 

აფხაზეთი მაინც გახდება მონაკო, ოღონდ თავისუფალი საქართველოს პირობებში, როცა დამარცხდება რუსეთი. 

აი, ამას არ საუბრობს და ამას ატყუებს ,,ოცნება" ხალხს.

ღარიბაშვილი გვთავაზობს, თავისუფლებაზე, ღირსებაზე უარი ვთქვათ. ღარიბაშვილი იმ ყაიდის ლიდერია, როგორც ივანიშვილი იტყოდა, რაც გვინდა, ის დავუძახოთ - თქვა პაატა მანჯგალაძემ. 
 

პრემიერ მინისტრი დღეს საზოგადოების წინაშე ყოველწლიური გამოსვლით წარსდგა. 

მსგავსი სიახლეები