დაუჭერს თუ არა მხარს საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას - რას ამბობენ "ოცნებაში"

27.12.22 17:36
დაუჭერს თუ არა მხარს საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას - რას ამბობენ "ოცნებაში"

დაუჭერს თუ არა მხარს საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვას?

მმართველი გუნდის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვიდრე ასეთი საკითხი  ოფიციალურად არ განიხილება, "ოცნებაში" საჯარო კომენტარს ვერ გავაკეთებენ.

"თუ ასეთი საკითხები დადგება დღის წესრიგში, სათანადო ორგანოები ერთად შეიკრიბებიან და ერთად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ვიდრე ასეთი საკითხი არ განიხილება ამაზე საჯარო კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - აცხადებს კობახიძე.

ანალოგიური პოზიცია აქვს თბილისის მერსაც. კახა კალაძე ამბობს, რომ თუ მსგავსი განაცხადი ოფიციალურად იქნება გაკეთებული და დასმული გაეროს უშიშროების სხდომაზე, ამაზე მმართველი გუნდი იმსჯელებს.

თუ მსგავსი განაცხადი ოფიციალურად იქნება გაკეთებული, ამაზე ვიმსჯელებთ და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - ამბობს კალაძე.

გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის მოთხოვნით წევრ ქვყენებს უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მიმართა. ომში მყოფი ქვეყანა აცხადებს, რომ ოკუპანტი გაეროს წესდებას უხეშად არღვევს და მისი ყოფნა გაერთიანებაში არალეგიტიმურია.

 

მსგავსი სიახლეები