საქართველო პაპზე უფრო კათოლიკე უნდა იყოს და მხარს სიმბოლურად მაინც უჭერდეს უკრაინას - ბოკერია
გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის შესაძლო გარიცხვას გიგა ბოკერია აბსურდულს უწოდებს, რადგან მისი თქმით, საბჭოდან წევრის გარიცხვის პროცედურა არ არსებობს.
თუმცა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ამის მიუხედავად, საქართველო სიმბოლურად მაინც უნდა იყოს უკრაინის მხარეს.
ოპოზიციონერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოსგან მსგავს ნაბიჯს არ მოელის, რადგან მისი თქქმით ქვეყანას პუტინისტი, კოლაბორაციონისტი მთავრობა ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ არარეალისტურია, რომ ეს შედეგი დადგას, მათ შორის უშიშროების საბჭოდან უშიშროების საბჭოს წევრის გარიცხვის პროცედურაც არ არსებობს, მაგრამ საქართველოს რომ ნორმალური მთავრობა ჰყავდეს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს პაპზე უფრო კათოლიკედა ამ საკითხში მხარს უნდა უჭერდეს სიმბოლურად, რა თქმა უნდა, უკრაინას. ოღონდ ჩვენ დღეს გვყავს პუტინისტი, კოლაბორაციონისტი მთავრობა, ამიტომ მათგან არ მოველი არაფერს, ასეთს კი არა, ამაზე სიმბოლურად ბევრად ნაკლებს, ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - ამბობს ბოკერია.
გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის მოთხოვნით წევრ ქვყენებს უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მიმართა. ომში მყოფი ქვეყანა აცხადებს, რომ ოკუპანტი გაეროს წესდებას უხეშად არღვევს და მისი ყოფნა გაერთიანებაში არალეგიტიმურია.