,,ოცნებამ" პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - სალომე ზურაბიშვილზე შტურმი დაიწყო

27.12.22 20:10
,,ოცნებამ" პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - სალომე ზურაბიშვილზე შტურმი დაიწყო

,,ოცნება" მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ - ,,ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილზე ნამდვილი  შტურმი დაიწყო. წინა ხაზზე პარტიის გენერალური მდივანი გამოიყვანეს. სწორედ კახი კალაძემ დაუანონსა პრეზიდენტს ის მოსალოდნელი შედეგები, რაც შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოყვეს.

თუ  სააკაშვილს შეიწყალებს, ეს  მისი კარიერის  დასასრული იქნება - აცხადებს კალაძე, რაც პრაქტიკულად პირდაპირი მუქარაა სახელმწიფოს მეთურის მიმართ. 

შემდეგი იყო პარტიის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძეც კალაძის ხაზს გაყვა და ზურაბიშვილს გასულ წლებში მიღებული საეჭვო გადაწყვეტილებები  შეახსენა, რომელიც პატიმრების შეწყალებას ეხებოდა.

რატომ მოაქციეს იზოლიაციაში საქართველოს პრეზიდენტი? ვრცლად იხილეთ ინა ცარციძის სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები