კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანის გავლენები სასამართლოში - საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
კორუფცია, ნეპოტიზმი და კლანის გავლენები სასამართლოში - რეფორმების ჯგუფი, რომელიც პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატებით არის დაკომპლექტებული, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ხმების მობილიზება საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია.
კლანის ყველა წევრი მხილებულია, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდა, ყველა პრობლემა ხელის გულზე დევს. მხოლოდ მოქმედებაა საჭირო -ამბობენ რეფორმების ჯგუფის წევრები.
ახლა მთავარია ოპოზიციის სრული კონსესუსი და პრევენცია, რომ რაიმე ფორმით ,,ოცნებამ" საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი არ შეუშალოს.
მმართველ გუნდში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა არ მოსწონთ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ პოპულიზმია და სხვა არაფერი.
უფრო ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი.