დედაქალაქის საკრებულოში ხვალ თბილისის მერს ელოდებიან - ოპოზიცია სრული მზადყოფნაშია

27.12.22 19:09
 დედაქალაქის საკრებულოში ხვალ თბილისის მერს ელოდებიან - ოპოზიცია  სრული მზადყოფნაშია

 კახი კალაძეს მძიმე დღე ელოდება - თბილისის მერი საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარსდგეს.

ოპოზიციაში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. მთავარი საკითხი, რაზეც ,,ქართული ოცნების" ოპონენტები მერისგან პასუხებს მოითხოვენ, ვაკის პარკის  შადრევანის ტრაგედიაა, რომელმაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.  
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ცხარე დებატებია მოსალოდნელი, საცობად ქცეული ქალაქი და მერიის ჩავარდნილი სატრანსპორტო პოლიტიკაა.

 ოპოზიციასთან ერთად ხვალინდელი სხდომისთვის ემზადება ,,ქართული ოცნებაც", რომლის მთავარი ამოცანა იქნება, მერი უხერხული კითხვებისგან დაიცვას.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები