ზურაბიშვილმა პარლამეტის ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე დასამტკიცებლად ისევ არ წარუდგინა
სალომე ზურაბისვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კალანდარიშვილი, ისევ არ წარუდგინა დასამტკიცებლად - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - რუსუდან ქურდიანისა და თამაზი ფოლადაშვილის კანდიდატურები.
2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის არცერთ კანდიდატს.