სააკაშვილთან პალატაში მისი შვილი არ შეუშვეს - პენიტენციური სამსახური მესამე პრეზიდენტს ახალ შეზღუდვებს უწესებს
კლინიკა ,,ვივა მედში" საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. მიხეილ საკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი, დღეს მამასთან პალატაში არ შეუშვეს.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ამის მიზეზი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია.
მიხეილ საკაშვილის ვაჟი ამბობს, რომ მამის სანახავად უცხოეთიდან ჩამოვიდა და მას კორონას ტესტის პასუხი თან ჰქონდა.