მამის და ბაბუის მკველელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის კაცია დაკავებული

28.12.22 10:00
მამის და ბაბუის მკველელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის კაცია დაკავებული

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - დაკავებულია 30 წლის კაცი, ვინც მამა და ბაბუა დაჭრა. მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, ბაბუა კი ფილტვშია დაჭრილი.

მამა არის მძიმე, მას აქვს თავის არეში ჭრილობა, ბაბუას რაც შეეხება, ფილტვში არის დაჭრილი და საოპერაციოა. ორივე არის მძიმე, მაგრამ მამა განსაკუთრებით, მამა კრიტიკულია, ნეიროქირურგიული ჩარევა სჭირდება და მიდის თბილისში", - თქვა "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკურმა მენეჯერმა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები