ოლიგარქის ადვოკატების მტკიცებით, ივანიშვილზე პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს

28.12.22 10:56
ოლიგარქის ადვოკატების მტკიცებით, ივანიშვილზე პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს

ივანიშვილის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ "კრედიტ სუის"-ის მიზანს რეალურად პოლიტიკური ზეწოლა წარმოადგენს. ამის შესახებ ოლიგარქის უფლებადამცველი კომპანია სპეციალურ წერილში წერს. 

ახლა ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას, - წერია განცხადებაში.
 

ამასთან, ინტერესების დამცველები წერენ, რომ  საერთაშორისო და შვეიცარიული მედია მათ განცხადებებს ბანკის მენეჯმენტის მიზანმიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით, ბლოკავს. 

განცხადება ვრცლად ნახეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები