ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში - აქტივისტებს ბანერის გაშლის საშუალება არ მისცეს
დაპირისპირება საკრებულოში - საკრებულოს სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტებმა დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის წარდგენისას ბანერის, "კორუფცია კლავს" გაშლა სცადეს, რასაც "ქართული ოცნების" წარმოამდგენლების მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა. მერმა ყოველწლიური ანგარიშის კითხვა რამდენიმე წუთით შეწყვიტა.
ნიკა კვიტატიანი "პირველებთან" დაპირისპირების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათ თავს კალაძის მიერ მობილიზებული ხალხი დაესხა.
ბანერი გადმოვშალეთ ზემოთ, კალაძეს ჰყავს მობილიზებული თავისი ხალხი, რომლებიც მოვიდნენ და თავს დაგვესხნენ. ამას მოჰყვა შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. პასუხს აგებენ ამაზე. ბანერზე გვეწერა, კორუფცია კლავს და ეს კალაძემ უნდა იცოდეს", - თქვა კვიტატიანმა.