Credit Suisse თვეებია თანხას ფასდაკარგულ რეზოლუციაზე დაყრდნობით არ რიცხავს - ივანიშვილის ადვოკატები
"ევროპარლამენტის რეზოლუციას Credit Suisse-თან დავაში ფასი არ აქვს"- ამის შესახებ ოლიგარქის იურიდიული გუნდი წერს. ინტერესების დამცველების განმარტებით, რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, სადაც ივანიშვილის სანქცირება მოითხოვეს, Credit Suisse-ის ერთერთმა თრასთმა ოლიგარქს თანხის მცირე ნაწილი გადაურიცხა. ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და ეს „ფასი“ იცის Credit Suisse-მა, - ივანიშვილის ადვოკატების ნათქვამია განცხადებაში.
„კრედიტ სუისს“-ს ევროპარლამენტის პირველმა რეზოლუციამ მოუსწრო 2022 წლის 9 ივნისს, რომელიც ევროპის საბჭოს ბატონი ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებდა. „კრედიტ სუისს“-მა გამოსავალი ამ რეზოლუციაში ნახა, თუმცა დაგვიანებით, რადგან უკვე ივლისის თვეში, როდესაც ევროსაბჭოს სხდომა ჩატარებული იყო და მასში არ ასახულა რაიმე სანქცია ბატონი ივანიშვილის მიმართ, ამის შემდეგ განაცხადა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტმა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, ბენეფიციარისთვის თანხები გადაერიცხა. ამდენად, ბანკი უკვე ფასდაკარგულ (არგაზიარებულ) რეზოლუციაზე დაყრდნობით არ ურიცხავდა კლიენტს თანხას და ვერც ნორმას უთითებდა, რის საფუძველზეც ამას აკეთებდა, - წერია განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის იურიდიული ჯგუფი ვრცელ სამარტლებრივ ეპისტოლეს აქვეყნებს, სადაც აღიარებს, რომ "არაფერი გამოვიდა და ივანიშვილს ყველაფერი ისევ დაბლოკილი აქვს"
განცხახდება ვრცლად ნახეთ აქ.