გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას - კალაძე საკრებულოში
კალაძემ საკრებულოში გამოსვლა მერიის მიერ გახსნილი შადრევნის ტრაგედიაზე საუბრით დაიწყო და დამსწრეებს მიმართა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გარდაცვლილ მარიტა მეფარიშვილის ხსოვნისთვის.
2022 წელს, თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ, გამარჯვებებთან ერთად, იყო ბევრი პრობლემა, გამოწვევა და, სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქისთვის, დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის.
ყველა სიძნელე, ყველა სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანისთვის არის დიდი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში, მინდა, დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშე გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას“, - თქვა კახა კალაძემ.
სწორედ ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიაზე ექნება დღეს მთავარი კითხვები ოპოზიციას თბილისის მერთან.
პრობლემები იყო ძალიან ბევრი მთელი წლის განმავლობაში, ძალიან მწვავე და მასტან კითხვები გვექნება, როგორც მერთან, რომელიც ეხება კორუფციას, ნეპოტიზმს, საცობებს. ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება ვაკის პარკის შადრევანი და მომხდარი ტრაგედია“. - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში კახა კალაძე წლიურ ანგარიშს აჯამებს.