მამის მკვლელობა სამზარეულოს დანით - რა მოხდა მარნეულში? (ახალი დეტალები)

28.12.22 11:27
მამის მკვლელობა სამზარეულოს დანით - რა მოხდა მარნეულში? (ახალი დეტალები)

მარნეულში, მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია - ადგილობრივების განცხადებით, 30 წლამდე გურამ პაპიუაშვილმა მამა და ბაბუა დანით დაჭრა. 

შემთხვევა მათ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. კაცმა 50 წლის მამას დანა თავში ჩაარტყა, ბაბუა კი, რომელიც სავარაუდოდ, მამა-შვილის დაპირისპირებაში ჩაერთო, ზურგის არეში დაჭრა. 

სასტიკი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კაცი პოლიციის შენობაში თავად მივიდა და სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ დეტალურად მოუყვა. 

დაკავებულის მამა, რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება 80 წლამდე მოხუცს, ის მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალშია" მოთავსებული. 

ირკვევა, რომ ხანდაზმული კლინიკაში თვითდინებით მივიდა. 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები