გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა “მშვიდობა” ასე მწარედ ოპონენტებს, ებრძვიან სლოგანს - კახა კალაძე

28.12.22 11:35
გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა “მშვიდობა” ასე მწარედ  ოპონენტებს,  ებრძვიან სლოგანს - კახა კალაძე

"ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს “მშვიდობის ქალაქი” არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია"- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, "სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს, წლევანადელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული".

ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია. არ ვიკადრებ, არც თქვენ არ გაკადრებთ. მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს ყველაზე უკეთ ეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა “მშვიდობა” გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძოდნენ და ებრძვიან ამ სლოგანს"- ტქვა მან. 

მსგავსი სიახლეები