ადამიანის შეწყალება შეიძლება, როდესაც იგი დანაშაულს მოინანიებს - ვოლსკი

28.12.22 12:00
ადამიანის შეწყალება შეიძლება, როდესაც იგი დანაშაულს მოინანიებს - ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად, ჯერ მის მიერ დანაშაულების  მონანიებაა საჭირო.

ადამიანის შეწყალება შეიძლება როდესაც იგი მოინანიებს დანაშაულს. როდესაც უამრავი ადამიანი, რომელიც მისგან არის დაზარალებული, გადაწყვეტს, რომ აპატიოს მას ისეთი სისასტიკე, რომლითაც მან შეაღწია არაერთ ოჯახში. უამრავი სისხლი დაღვარა, სიცოცხლე წაართვეს არაერთ ადამიანს. მათ ცოცხალი მშობლები ჰყავთ და ოჯახის წევრები ჰყავთ. რაც ყველაზე საშინელებაა, ზოგს და ბევრ მათგანს, წამებით წაართვეს სიცოცხლე. ეს კიდევ ერთი გარემოებაა, რომელიც საზოგადოებაში განწყობებს განაპირობებს, -თქვა ვოლსკიმ. 
 

მსგავსი სიახლეები