"ოცნება" ცესკოს პარტიული ვერტიკალისთვის დაქვემდებარებას ცდილობს - დაუშვილი

28.12.22 12:31
"ოცნება" ცესკოს პარტიული ვერტიკალისთვის დაქვემდებარებას ცდილობს - დაუშვილი

პარტია საქართელოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცესკოს თავმდჯომარის არჩევის პროცესს ჩააგდებს. მისი თქმით, "ოცნება" ცესკოს პარტიული ვერტიკალისთვის დაქვემდებარებას ცდილობს. 

თვითონ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ერიდება იმ კანდიდატის წარდგენას, რომელიც არის „ოცნებისთვის“ ყველაზე სასურველი და ყველაზე ლოიალური და კომფორტული კანდიდატი ანუ ამაში, რეალურად, გასაკვირი არაფერია. პროცესი რის გამოც შეიძლება კიდევ ერთხელ ჩავვარდეს, ეს გამოწვეულია „ოცნების“ სურვილით და მიზნით, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ამისთვის მას სჭირდება პარტიულ ვერტიკალს ჰყავდეს დაქვემდებარებული ცესკო, ეს არის ძირითადი მიზეზი, - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

სალომე ზურაბიშვილი ისევ ვა ბანკზე წავიდა და "ოცნებას" ცესკოს თავმჯდომარეობის მისი ფავორიტი კანდიდატი არ წარუდგინა.

ზურაბიშვილმა პარლამენტს  ცესკოს კანდიდატები დასამტკეცებულად უკვე მეორედ გადაუგზავნა, თუმცა მათ სიაში გიორგი კალანდარიშვილი, რომლსაც ხელისუფლება ლობირებს,  ვერც ამჯერად მოხვდა.

პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატები პარლამენტმა ამ მიზეზით ერთხელ უკვე ჩააგდო.  ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესის "ოცნება" ისევ ჩააგდებს. 

 

მსგავსი სიახლეები