"გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე" - გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა
"გადავარჩინოთ პრეზიდენტის სიცოცხლე" - საქართველოს მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვიილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივას "ქართული ოცნების" ყოფილი წევრბი, მინისტრები, მოსამართლეები და პოლიტიკოსები უერთდდებიან.
მარგველაშვილთან შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს - ამბობს მეოთხე პრეზიდენტი.
ხელმომწერებს შეუერთდდა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია. როგორც მან "პირველებს" განუცხადა, "პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნის შეგუება სრულიად შეუძლებელია"
ეს არის განგაშის ზარი, ეს არის ერთობლივი განაცხადი, რომ პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნის შეგუება არის სრულიად შეუძლებელი და ბუნებრივია ყველა ვეძებთ იმ ფრომას, თუ როგორ უნდა ისმოდეს საზოგადოების ხმა, რაც შეიძლება მძლავრად“ - ამბობს ელენე ხოშტარია.
გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ მივიდა ხათუნა გოგორიშვილიც. მისი თქმით, "არ შეიძლება, კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს".
აქ არ არის ლაპრაკი სახელზე და გვარზე, ვის მოსწონს ან არ მოსწონს სააკაშვილის პოლიტიკა. მთავარია ერთი რომ - თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ, თუ ჩვენ თავმოყვარეობა გვაქვს, ჩვენ ქვეყანაში არ შეიძლება კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს“ - აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.
სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გიორგი მარგველაშვილის ინიციტვით შექმნილ დოკუმენტს 100-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აწერს.