დედის გინება და ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში - სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა (ვიდეო)
ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში - ერთმანეთს "ქართული ოცნების" წევრი კონსტანტინე ზარნაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპრდნენ.
დაპირისპირების მიზეზი საკრებულოს სხდომაზე მისული გიორგი იანტბელიძე გახდა. ოპოზიცია დაინტერესდა, რატომ იმყოფებოდა საკრებულოს სხდომაზე კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რასაც ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
"გიორგი იანტბელიძე იცი ვინ არის? ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან? იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება, არც ამ ხალხს არ ეკუთვნის. ეს არის ღირსეული ადამიანი", - თქვა კონსტანტინე ზარნაძემ, რა დროსაც მისკენ ირაკლი ეძგვერაძე წავიდა.
კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირებაას დედაქალაქის მერი მშვიდი, ღიმილიანი სახით უყურებს.
კალაძის სიტყვით გამოსვლა პრაქტიკულად ჩაიშალა.