ბათუმის პოლიციაში ვარ, კარავი არ გამაშლევინეს - ზურაბ ქარჩავა

28.12.22 12:59
ბათუმის პოლიციაში ვარ, კარავი არ გამაშლევინეს - ზურაბ ქარჩავა

ფსიქოლოგ ზურაბ ქარჩავას, რომელიც აჭარის მთავრობის სახლის კარვის გაშლასა და შიმშილობის დაწყებას აპირებდა, სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს და პოლიციაში წაიყვანეს. ქარჩავა ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში ვარ. არ  გამაშლევინეს კარავი და ხელი მეშლება ჩემი კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მოკლედ. ბედნიერი ერი.- წერს ზურაბ ქარჩავა.

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ზურაბ ქარჩავამ ბათუმის მერიას 2 დღის წინ მიმართა და აცნობა, რომ აჭარის მთავრობის სახლის წინ შიმშილობის დაწყებას აპირებდა. მისი მოთხოვნა იყო, საჯარო სკოლებში ბავშვების ერთჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილი.

 

მსგავსი სიახლეები