რატომ უნდა დაგიჯეროთ საზოგადოებამ, როდესაც თქვენი გუნდის წევრები 2 მილიონის საწვავს მოიხმარენ - ბუაძე კალაძეს

28.12.22 13:15
რატომ უნდა დაგიჯეროთ საზოგადოებამ, როდესაც თქვენი გუნდის წევრები 2 მილიონის საწვავს მოიხმარენ - ბუაძე კალაძეს

"ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს მერიაში გახარჯულ საწვავზე ჰკითხა და კალაძეს პირდაპირ უთხრა, რომ მისი გუნდის წევრები 2 მილიონის საწვავს მოიხმარენ.

"თქვენი გამოსვლა მშვიდობაზე საუბრით დაიწყეთ, კარგად გამოჩნდა მშვიდობას როგორი ფასი აქვს თქვენთვის, ბანერის გადმოკიდების დროს თქვენი პარტიის წარმომადგენლები ახალგაზრდა გოგოს და ბიჭს თავს რომ დაესხნენ.
 

2017-18 წლებში თბილისის მერიაში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ავტომობილებში, ვიდრე ავზები იტევდა. რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ საზოგადოებამ, როდესაც თქვენივე გუნდის წევრები 2 მილიონის საწვავს მოიხმარენ". - უთხრა ბუაძემ კალაძეს.
 

მსგავსი სიახლეები