საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილი
"საქართველო მეორედ არ უნდა კლავდეს რუსეთის დაკვეთით თავის პრეზიდენტს"- განცხადება ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხი პოლიტიკური თემა არ არის:
საქართველოში არ უნდა კლავდნენ წამებით არცერთ ადამიანს, მათ შორის ბრალეულობის მიუხედავად, არის დამნაშავე თუ არ არის ეს ერთი და მეორე საქართველოში ნამდვილად მეორეჯერ არ უნდა ვკლავდეთ რუსების დავალებით საქართველოს პრეზიდენტს. ყველამ ის უნდა გააკეთოს, რასაც ინსტიქტი უკარნახებს, შინაგანი დგომაროება. ეს არ არი პოლიტიკური თემა“- მარგველაშვილი.
სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოტხოვნით გიორგი მარგველაშვილის ინიციტვით შექმნილ დოკუმენტს 100-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აწერს.
პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წევრებს გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ხვდება.