საჩუქარი თბილისის მერს - ირაკლი ნადირაძემ კალაძისთვის ხელბორკილების გადაცემა სცადა
საკრებულო სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძისთვის სიმბოლოურად ხელბორკილების გადაცემა სცადა, თუმცა ნადირაძეს უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერთან მიახლოების საშუალება არ მისცა.
ნადირაძის თქმით, ხელბორკილები იყო იმის სიმბოლო, რომ ქალაქის მერია და თავად კალაძე ბევრ კორუფციაში ბრალდებული.
როგორც ნადირაძემ აღნიშნა, ხელბორკილები მას პარლამენტის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა გამოატანა.
„თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები, როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა. თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც, წლების განმავლობაში შესციცინებდით ამ კაცს. ამასთან, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს, მე კითხვები აღარ მაქვს თქვენთან, ყველაფერი გარკვეულია, თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება,“- განაცხადა ნადირაძემ.