პრეზიდენტის სიკვდილს პირდაპირ ეთერში ვუყურებთ - ყოფილი პირველი ლედი სააკაშვილის გადარჩენას ითხოვს
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
ჩიჩუას თქმით, საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს პირდაპირ ეთერში აყურებინებენ:
გადავარჩინოთ ადამიანი, რომელიც არის კრიტიკულ მდგომარეობაში - ეს ადამიანი იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ჩვენ ვუყურებთ ახლა მის სიკვდილს პირდაპირ ეთერში. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არი დამღუპველი“ - ამბობს მაკა ჩიჩუა.
სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გიორგი მარგველაშვილის ინიციტვით შექმნილ დოკუმენტს 100-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი აწერს.
პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წევრებს გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ხვდება.