კითხვა კალაძეს: ასათიანის ლექსი საერთოდ წაკითხული გაქვთ?
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ კახა კალაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ნაძვის ხის ანთებისას მოთხრობად წარმოთქმული ლადო ასათიანის ლექსი გაუხსენა და თბილისის მერს ჰკითხა, კონკრეტულად რომელი სტრიქონი არ მოექონა გენიალური პოეტის ლექსში.
"ბატონო კახა, როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გენიალური პოეტის, ლადო ასათიანის ლექსი შეგეცვალა, რომელიც ბრძოლაზე, თავგანწირვაზე, უკვდავებაზეა დაწერილი და თქვენ რაღაც პროპაგანდას მოარგეთ, ლაჩრობის სიმბოლოდ აქციეთ, რომელი სტრიქონი არ მოგეწონათ, თუ გაქვთ ეს ლექსი საერთოდ წაკითხული?“- უთხრა ზარნაძემ კალაძეს.
ცნობისთვის, კახა კალაძემ საზეიმო ღონისძიებაზე ლადო ასათიანის ლექსი გააშინაარსა და მოთხრობად მოყვა. ფაქტს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულბა მოჰყვა.