თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველოს დასავლეთთან დაახლოების შანსი აღარ ექნება - ოლეგ ჟდანოვი
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ფიქრობს, რომ რუსეთმა საქართველოსთან საქმე უკვე მოაგვარა. ექსპერტის თქმით, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში მოკვდება, საქართველოს დასავლეთთან დაახლოების შანსი აღარ ექნება.
ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.
თუ დაიჯერებთ იმ ვერსიას, რომ მისი მოწამვლა არის რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაცია და ღმერთმა დაიფაროს - თუ ის ციხეში მოკვდება, მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულიად დისკრედიტირებული იქნება და მაშინ, საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი - რუსეთის ფედერაციასთან დაახლოება. გარდა ამისა, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც ბერკეტს წარმოადგენს. ვიცი, რომ აფხაზეთში [რუსები] აგრძელებენ სოფლების მიტაცებას [მცოცავ ოკუპაციას]. ჯარის ბოლო გადაადგილება ზაფხულში დაფიქსირდა. ეს საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის ინსტრუმენტია, - თქვა ჟდანოვმა.