კობერიძე კალაძეს: სტადიონზე ფანები გეხმარებოდნენ, მაგრამ საკრებულოში რატომ დაგჭირდათ ტაშის დამკვრელები?!
"ბატონო კახა, ვიცი, რომ სტადიონზე გულშემატკივრები და ფანები გეხმარებოდნენ ემოციურად და კარგი იყო, მაგრამ საკრებულოში რატომ დაგჭირდათ ტაშის დამკვრელები?!"- ასე მიმართა დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, ცოტნე კობერიძე.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი დაინტერესდა: "ტაშის დამკვრელების გარეშე თავს სუსტად გრძნობთ, თუ ფანები აქ რატომ გჭირდებათ?
კობერიძემ ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეახსენა.