არ შეიწყალოთ სააკაშვილი! - საჯარო მოხელეების აქცია პრეზიდენტის სასახლესთან
ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინიტრაციასთან საჯარო მოხელეები და "ნაციონალურ მოძრაობაზე" გაბრაზებული მოქალაქეები არიან შეკრებილები. ხელისუფლების ორგანიზებულ აქციაზე სსიპების და აიპების თანამშრომლები ერთი მოთხოვნით მიიყვანეს - ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.
საპროტესტო აქციას ბუტა რობაქიძისი დედა, ია მეტრეველი, ლალი მაროშკინა, ჯამბულ გამცემლიძემ და თორნიკე მოლაშვილიც ესწრებიან.
"პირველების" კითხვას, რატომ გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე", ნაწილი მათგანი ვერ პასუხობს.
მე ვმუშაობ მარნეულში, გამგეობაში. რატომ ვარ აქ არ ვიცი, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე
შეკრებილების ნაწილი კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე გაბრზებულია და ის მოქმედმა პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს.
ჩვენი მოთხოვნაა, პიროვნება, რომელიც არ აღიარებს დანაშაულს, რაც ქართელ ხალხს გაუკეთა. ამდენი ხალხი ჩახოცა, მკვლელობაზეა საუბარი, სიცოცხლეზეა საუბარი. უბრალოდ, ბოდიში მოუხადოს ხალხს. რომ არ შეიწყალონ, იმიტომ ვატარებთ ამ აქციას. გამაფრთხილებელი აქციაა ეს, მეტი არაფერი. ე.წ. ოპოზიცია... ზეწოლაა ქალბატონ სალომეზე, ევროპიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან არის ზეწოლა პრეზიდენტზე, - ამბობს აქციის მონაწილე.