უკეთესი იქნება სიტყვები შეარჩიოთ! - კალაძე ქალ დეპუტატს
სისტემამ დაუშვა, რომ პროცესის მონაწილე ყველა სუბიექტმა დაუშვა შეცდომა და მიზანმიმართული დანაშაული. სად ხედავთ თქვენ პოლიტიკურ პასუხსიმგებლობას და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები და შეცდომები გამოირიცხოს? - ამ კითხვით მიმართა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა კახა კალაძეს.
კითხვამ თბილისის მერი გააბრაზა და დეპუტატს ურჩია სიტყვები შეერჩია, რადგან კალაძის თქმით, მიზანმიმართული დანაშაული მძიმე ბრალდებაა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუკი მკვლელი შადრევნის საქმეში მისი პასუხისმგებლობა გამოიკივეთება, ის თანამდებობას დატოვებს.
ცოტა გადამეტებით მოგდით შეფასება, მიზანმიმართული დანაშაული, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ამიტომ, ალბათ, უკეთესი იქნება შეარჩიოთ სიტყვები და შინაარსი. რაც შეეხება სისტემურ დანაშაულს, სისტემური დანაშაული იყო ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა 2012 წლამდე. თუკი რაიმე გადაცდომა იქნება ჩემი მხრიდან, მე მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა და დავტოვო თანამდებოდა", - უპასუხა კალაძემ.