"აბსურდული და არათანმიმდევრული გადაწყვეტილება" - სარჯველაძე Credit Suisse-ზე
Credit Suisse-თან დაკავშირებით ივანიშვილის იურისტების განცახადების შემდეგ "ქართული ოცნება" ოლიგარქის გადარჩენას ცდილობს. მმართველ გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება აბსურდული და არათანმიმდევრულია და მან საკუთარ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.
არ შეიძლება, უბრალოდ, რომ თავს უფლებას აძლევდეს დაწესებულება, რომელსაც მაღალი რეპუტაცია უნდა ჰქონდეს წესით, სანდოობის მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს, ასეთი აბსურდული არგუმენტაციით, აბსოლუტურად არათანმიმდევრული ლოგიკით აცხადებდეს, რომ, უბრალოდ, ახირებულ გადაწყვეტილებას, თანხის მითვისებასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ სჯობს გადახედონ საკუთარ პოზიციას, თუკი ამგვარი მეთოდებით ცდილობენ ვინმეს იძულებას, გადახედონ, იმიტომ, რომ რეალურად, წარუმატებლობისთვის განწირულები არიან. იმიტომ, რომ არ არის საუბარი ისეთ ადამიანზე, რომელსაც შეუძლია რაღაც თანხის გამო ქვეყანა რაღაც უფსკრულში გადაჩეხონ, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ბიძინა ივანიშვილი მძიმე დღეშია - ოლიგარქის ადვოკატები მორიგ წერილს ამჯერად შვეიცარიული მედიის წინააღმდეგ ავრცელებენ. „ემ-ქეი-დი“ ირმწუნება, რომ ივანიშვილის მიმართ ვალდებულების უპრეცედენტო დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამასთან, იურისტები წუხილს გამოთქვამენ, რადგან პრობლემის გაშუქებას არცერთი მედიასაშუალება არ თანხმდება.